თითების მდგომარეობით ფილტვის კიბოს ნაადრევად დადგენა შეიძლება: ბრიტანული კვლევა

© Pixabay / andreas160578ხელები
ხელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანელმა მედიკოსებმა იმ დაავადების წინასწარი და არასტანდარტული მინიშნებები დაადგინეს, რომლის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაც საკმაოდ რთულია.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ფილტვის კიბოს განვითარებაზე ადრეული მინიშნება თითებისა და ფრჩხილების მდგომარეობას შეუძლია, აცხადებენ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის (NHS) სპეციალისტები.

ველოსიპედისტი ქალი და მამაკაცი  - Sputnik საქართველო
გრძელი ფეხები და ხელის თითები: რა დაავადებებზე გვაფრთხილებენ მეცნიერები

როგორც გამოცემა Express წერს, ფილტვის კიბო ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად იმის გამოც მიიჩნევა, რომ მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა საკმაოდ რთულია. ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ხველება, ტკივილი მკერდის არეში, ხიხინი თუ ნახველი, მოგვიანებით ჩნდება.

ბრიტანელმა მედიკოსებმა კი ფილტვების ავთვისებიანი დაავადების ადრეული და არასტანდარტული მინიშნებები დაადგინეს.

მათი თქმით, ფილტვის კიბოს განვითარების პროცესში შესაძლებელია ორგანიზმში გამომუშავდეს ჰორმონების მსგავსი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გავლენითაც სისხლისა და სითხეების დიდი ნაწილი კიდურებისკენ, განსაკუთრებით, თითების წვერებზე განლაგებული ქსოვილებისკენ მიედინება. შედეგად, თითები დიდდება და სქელდება.

„ფილტვების კიბოს განსაზღვრა თითების მდგომარეობის ცვლილებითაა შესაძლებელი. ერთ-ერთი სიმპტომი — თითების წვერების გაფართოება, გადიდება თუ გასქელებაა“, — აცხადებენ ბრიტანელი ექიმები.

გარდა ამისა, მედიკოსების თქმით, საშიში დაავადების შემთხვევაში ფრჩხილების ირგვლივ კანი უჩვეულოდ პრიალა ხდება.

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თუ ფრჩხილებს გვერდიდან შეხედეთ და შენიშნეთ, რომ ისინი ამობურცული გახდა, რაც მანამდე არ გქონიათ, მაშინვე უნდა მიაკითხოთ სამკურნალო დაწესებულებას.

ჯანმრთელობის ტესტი 30 წამში: დააკვირდით თითებს>>

სპეციალისტები ამბობენ, რომ ექიმთან დაუყოვნებლივ წასვლა და გამოკვლევის ჩატარება ასევე აუცილებელია თითებზე შენიშნული სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების შემთხვევაშიც.

მათი თქმით, გარდა ფილტვის კიბოსი, თითების მდგომარეობის შეცვლა ასევე შეუძლია სხვა სახიფათო დაავადებებსაც — გულის ინფექციის, მანკისა და ფილტვების ქრონიკული ინფექციის ჩათვლით.  

 

ყველა ახალი ამბავი
0