05:22 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
142 0 0

იაპონიაში ტუალეტის ინდუსტრიაში ყველაფერი გააზრებულია, ამ ქვეყანაში სისუფთავის დაცვა ეროვნული ღირსების საქმეა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. იაპონიაში ახალი, მინის კედლებიანი საზოგადოებრივი საპირფარეშოები შევიდა ექსპლუატაციაში, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა ტოკიოში მომავალი ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისთვის, წერს Süddeutsche Zeitung.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი, გამჭვირვალე კედლებიანი ტუალეტი შედგება სამი კაბინისგან, რომლებშიც გარედან შეგიძლიათ შეიხედოთ და ნახოთ, არის თუ არა დაკავებული, ან რამდენად სუფთაა იგი. ამასთან, როგორც კი ადამიანი შიგნიდან გადაკეტავს კარს, კედლები გაუმჭვირვალე ხდება.

„იაპონია ჰიგიენის თვალსაზრისით პლანეტის ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა. როგორც ჩანს, აქ სისუფთავე ეროვნული ღირსების საკითხია. საზოგადოებრივი ტუალეტები ხშირად სისუფთავის შედევრს წარმოადგენს, ხოლო ადამიანები, რომლებიც მათ იყენებენ, ამაში არაფერს იხდიან“, — ნათქვამია სტატიაში.

7 სექტემბერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ კოუტსმა განაცხადა, რომ, მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური ვითარებისა, ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 2021 წელს მაინც გაიმართება.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ისტორიაში პირველი იყო, რომელიც მშვიდობიან პერიოდში გადაიდო. ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის ზაფხულში, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების გამო IOC-მა იაპონიაში ოლიმპიადისა და პარალიმპიადის 2021 წლამდე გადადება გადაწყვიტა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები