თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის პარლამენტის ზედა პალატამ კენჭისყრის შედეგები გამოაცხადა — ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იოსიჰიდე სუგა გახდა.
Yoshihide Suga elected Japan's new prime minster succeeding Shinzo Abe https://t.co/ifNL6ETIOn
— BBC News (World) (@BBCWorld) September 16, 2020
სუგას 240 აღიარებული ბიულეტენიდან 142-ის მხარდაჭერა ერგო და საკვანძო ქვედა (წარმომადგენელთა) პალატის შემდეგ ის პრემიერად მრჩეველთა პალატამაც აირჩია.
იოსიჰიდე სუგა იაპონიის 99-ე პრემიერ-მინისტრია, რომელიც მალე გამოაცხადებს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. ამის შემდეგ ახალ კაბინეტს იაპონიის იმპერატორი დაამტკიცებს და ის უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბებულად მიიჩნევა.
იოსიჰიდე სუგას უკვე მიულოცეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ევროკავშირის ხელმძღვანელობამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.