04:06 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2332)
60 0 0

ახალი სერვისის წყალობით იუზერები 15-წამიანი რგოლების გამოქვეყნებას შეძლებენ, რომლებსაც სურვილის მიხედვით დაადებენ მუსიკას, ან გააერთიანებენ რამდენიმე ვიდეოს.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოს უდიდესი ვიდეოჰოსტინგი YouTube მოკლე ვიდეორგოლების შექმნის საკუთარი სერვისის – YouTube Shorts-ის ამუშავებას იწყებს, ნათქვამია ვიდეოჰოსტინგის ოფიციალურ ბლოგზე.

„მოხარული ვართ გაცნობოთ YouTube Shorts-ის, მოკლე ვიდეორგოლების პირდაპირ YouTube–პლატფორმაზე შექმნის ახალი სერვისის დაწყების შესახებ“, — ნათქვამია რელიზში.

ირკვევა, რომ მომხმარებლები ერთმანეთისთვის 15-წამიანი რგოლების გაზიარებას შეძლებენ. ამასთან, დანართში შესაძლებელი იქნება ვიდეოსთვის მუსიკის დადება და ასევე რამდენიმე ვიდეოს გაერთიანება.

სერვისის ბეტა–ვერსია თავდაპირველად ინდოეთში ამოქმედდება და მხოლოდ Android–მოწყობილობებზე იმუშავებს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც დაიწყებს ფუნქციონირებას iOS–მოწყობილობებზეც.

თემები:
მსოფლიო დღეს (2332)

მთავარი თემები