მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ორიგინალური სასჯელი: ვისაც COVID-19-ის არ სჯერა, საფლავების სათხრელად ამწესებენ

გამოწერა
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ტერიტორიაზე მხოლოდ სამი მესაფლავეა დარჩენილი და ამგვარი დახმარება ზედმეტი არ იქნება.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მამაკაცებს, რომლებსაც ქუჩაში პირბადე არ უკეთიათ პანდემიის პირობებში, ინდონეზიის გრესეკის ოლქის ხელისუფლება „პროფილაქტიკის მიზნით“ ორიგინალურად სჯის, იუწყება გამოცემა The Daily Mail.

​გავრცელებული ინფორმაციით, პირბადის რეჟიმის დამრღვევებს COVID-19-ით დაღუპულთა საფლავების სათხრელად ამწესებენ. ამ დროისათვის ასეთი სასჯელი უკვე რვა ადამიანს აქვს დაკისრებული.

როგორც ირკვევა, გრესიკში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს და ამიტომ სოფლებში საკარანტინო შეზღუდვები ძლიერდება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ტერიტორიაზე მხოლოდ სამი პროფესიონალი მესაფლავეა დარჩენილი და „ამ სახის დახმარება ზედმეტი არ არის“.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ ინფიცირებულია 21 281  638 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 928 423 და განიკურნა 19 864 512 კაცი.

ყველა ახალი ამბავი
0