02:40 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2067)
84 0 0

ეს ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო პრემიაა, რომელიც მარკ ცუკერბერგმა, პრისცილა ჩანმა, Google-ის დამფუძნებელმა სერგეი ბრინმა, ჩინელმა მილიარდერებმა მა ჰუატენმა და ჯეკ მამ და ასევე იური მილნერმა დააწესეს.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანელმა მათემატიკოსმა მარტინ ჰაირერმა თავისი 180-გვერდიანი სამეცნიერო ნაშრომისთვის, რომელიც ფინჯანში ჩაის კოვზით მორევას უკავშირდება, პრემია Breakthrough Prize მიიღო 2,3 მლნ გირვანქა სტერლინგის ოდენობით, წერს გამოცემა Daily Mail.

​გავრცელებული ინფორმაციით, 44 წლის ჰაირერმა თავის ტრაქტატში, რომელიც ფინჯანში ჩაის მორევას ეფუძნება, „რეგულარობის სტრუქტურების“ იდეა აღწერა.

მათემატიკოსის ნაშრომმა კიდეც გააოგნა და კიდეც მოხიბლა მისი კოლეგები.

„ეს თეორია ალბათ უცხოპლანეტელებმა გამოუგზავნეს“, — იხუმრა მათემატიკის პროფესორმა ჯერემი კვასტელმა.

ჰაირერის კვლევაში აღწერილია, თუ როგორ გარდაიქმნება ისეთი ყოველდღიური პროცესი, როგორიც ჩაის მორევაა, რთულ მათემატიკურ განტოლებებად.   

  • „მათემატიკა — ეს ჭეშმარიტებაა. ყველაფერი, რასაც კი აღმოაჩენთ მათემატიკაში, მარადისობას განეკუთვნება“, — მიაჩნია ჰაირერს.

მათემატიკოსი გამოტყდა, რომ საპრემიო თანხით ლონდონში სახლის ყიდვას აპირებს.

პრემია Breakthrough Prize — ეს ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო პრემიაა, რომელიც მარკ ცუკერბერგმა, მისმა მეუღლე პრისცილა ჩანმა, Google-ის დამფუძნებელმა სერგეი ბრინმა და მისმა მეუღლე ენ ვოიჟიცკიმ, ჩინელმა მილიარდერებმა მა ჰუატენმა და ჯეკ მამ და ასევე რუსმა მეწარმე იური მილნერმა დააწესეს. პრემია ყოველწლიურად გაიცემა სამ კატეგორიაში: „გარღვევა მათემატიკაში“, „გარღვევა მედიცინაში“ და „ფუნდამენტური ფიზიკა“.

თემები:
მსოფლიო დღეს (2067)

მთავარი თემები