ვენეციის ფესტივალზე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

© photo: Sputnik / Tatiana Volobueva / გადასვლა მედიაბანკშიანდრეი კონჩალოვსკი და მისი მეუღლე იულია ვისოცკაია
ანდრეი კონჩალოვსკი და მისი მეუღლე იულია ვისოცკაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენეციის საერთაშორისი ფესტივალი კუნძულ ლიდოზე 2 სექტემბერს დაიწყო, შაბათს გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. რიგით 77-ე ვენეციის ფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს ლომი“ გადაეცა რეჟისორ ხლოი ჩჟაოს ფილმს „მომთაბარეთა მიწა“ (Nomadland), ანდრეი კონჩალოვსკის ფილმს „ძვირფასო ამხანაგებო“ (Дорогие товарищи) ჟიურის სპეციალური პრიზი ერგო, იუწყება РИА Новости.

ინდოეთი - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი „შინდისი“ ინდოეთში ფესტივალის პრიზიორი გახდა

საუკეთესო რეჟისორი ვენეციის ფესტივალზე გახდა იაპონელი კოიში კუროსავა, რომელმაც კონკურსზე ისტორიული ფილმი “ჯაშუშის ცოლი“  (Wife of a Spy) წარადგინა.

„მომთაბარეთა მიწა“ - ეს არის „როუდ-მუვი“, რომელშიც მთავარი როლი ფრენსის მაკდორმანდმა შეასრულა. ფილმი მოთხრობილია ქალის ისტორია,  რომელმაც დაკარგა სახლი და იძულებულია იცხოვროს „კემპერში“ (სახლი ბორბლებზე), რომლითაც ის აშშ-ის დასავლეთში გადაადგილდება.

დრამა „ძვირფასო ამხანაგებო“ მოგვითხრობს საპროტესტო აქციების დარბევაზე, რომელიც 1962 წელს ქალაქ ნოვოჩერკასკში მოხდა. მთავარი როლი ფილმში რეჟისორის მეუღლემ იულია ვისოცკაიამ შეასრულა.

„დიდი მადლობა თქვენ. მინდა ასევე მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგასა და მეუღლეს იულია ვისოცკაიას. ასევე მადლობა პროდიუსერსა და მეგობარს, ალიშერ უსმანოვს, რომელმაც მომანიჭა სრული თავისუფლება იმისათვის, რომ რაღაც შევქმნა კინოში. ვენეციას მადლობა გამბედაობისთვის, იმისათვის, რომ დაგველოდეთ“, - განაცხადა კონჩალოვსკიმ ჯილდოს მიღების შემდეგ.

ვენეციის ფესტივალის ჟიურიმ, რომელსაც ჰოლივუდის მსახიობი კეიტ ბლანშეტი ხელმძღვანელობდა, კონკურსის გრან-პრი მიანიჭა მექსიკურ ფილმს „ახალი წესრიგი“. ჯილდო ფილმის რეჟისორმა მიშელ ფრანკომ მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0