მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ჭამა და სექსი ღვთიური სიამოვნებაა“ – რომის პაპი გადაჭარბებული მორალის წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშირომის პაპი
რომის პაპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომის პაპის თქმით, გადაჭარბებული მორალი, რომელიც უარყოფს გრძნობებს, არის ქრისტიანული გზავნილის მცდარი განმარტება.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თანამედროვე კათოლიკური ეკლესია არ გმობს სიამოვნების მიღებას ჭამისა თუ სექსისგან, ხოლო გრძნობების უარმყოფელი „გადაჭარბებული მორალი“ არის ქრისტიანული იდეების არასწორი განმარტება, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა, რის შესახებაც France 24 იუწყება.

რომის პაპი ფრანცისკი - Sputnik საქართველო
რომის პაპმა ბოშებს მიტევება სთხოვა: პატიება კათოლიკური ეკლესიის სახელით
„სიამოვნება თავად ღმერთისგან მოდის — ის არც კათოლიკურია, არც ქრისტიანული და არც სხვა კუთვნილება აქვს. ის უბრალოდ ღვთიურია“, — განაცხადა ფრანცისკმა იტალიელ მწერალ კარლო პეტრინისთან ინტერვიუში.

პონტიფიკოსის თქმით, ეკლესია ყოველთვის გმობდა მხოლოდ „არაადამიანურ, უხეშ და უსირცხვილო სიამოვნებას“, და იმავდროულად იღებდა უბრალოს, ადამიანურსა და ზნეობრივს.  

  • „გადაჭარბებული მორალი, რომელიც უარყოფს გრძნობებს — არის ქრისტიანული გზავნილის მცდარი განმარტება“, — ხაზი გაუსვა რომის პაპმა.

მისი აზრით, ჭამით მიღებული სიამოვნება იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანი ჯანმრთელი იყოს, ხოლო სექსით მიღებულმა სიამოვნებამ სიყვარული უნდა გაალამაზოს და ადამიანთა მოდგმის გაგრძელება გახადოს გარანტირებული.

ფრანცისკის განმარტებით, ამ საკითხის მიმართ საწინააღმდეგო შეხედულებებმა და არასწორმა განმარტებება წარსულში „უზარმაზარი ზიანი“ მიაყენა ადამიანებს.

ყველა ახალი ამბავი
0