12:34 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (495)
117 0 0

სისტემის ჩაკერება თავისუფლად შეიძლება ერთჯერად თუ მრავალჯერად პირბადეში — იმ ადგილებში, რომლებიც ლოყებს ეხება. თეორიულად, ჩიპით აღჭურვილი ნიღბის გარეცხვა შესაძლებელია.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სინგაპურელმა მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური სენსორული სისტემა, რომელსაც COVID-19-ით ინფიცირების ნიშნების დაფიქსირება შეუძლია და რომელიც ნებისმიერ პირბადეზე მაგრდება, იუწყება გაზეთი Straits Times.

​გავრცელებული ინფორმაციით, ეს მონიტორინგის სპეციალური სისტემაა, რომლის სენსორებიც აგროვებენ ინფორმაციას სხეულის ტემპერატურის, სისხლის სატურაციის (ჟანგბადით გაჯერება), არტერიული წნევისა და პულსის სიხშირეზე. სწორედ ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა კორონავირუსით ინფიცირების თაობაზე.

„ჩვენ ვნახეთ, რომ COVID-19-ით ინფიცირებულ და იზოლატორებში მოთავსებულ პაციენტებს მედპერსონალი ყოველ 30 წუთში უზომავდა სიცხესა და სისხლის სატურაციას... ამიტომ დავსვით კითხვა: შეიძლება თუ არა რამენაირად დავეხმაროთ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, და შევამციროთ რისკები, რომლებსაც ისინი ეჯახებიან“, — უთხრა გაზეთს პროფესორმა ლო სიან ცზიუნმა.

აღსანიშნავია, რომ სინგაპურელი მეცნიერების მიერ შექმნილი სენსორული სისტემა პოლიმერული მასალითაა დაფარული, რომელიც საბავშვო სათამაშოების დასამზადებლად გამოიყენება. მეცნიერების მტკიცებით, ის დრეკადია და წყალგამძლე. მასში ასევე ჩამონტაჟებულია Bluetooth-ის სიგნალის გადამცემი, რომლის დახმარებითაც მონაცემების გადაგზავნა რეალურ დროში შეიძლება სმარტფონზე — სპეციალურ დანართზე.

პროფესორ ლო სიან ცზიუნის თქმით, მთელი ამ სისტემის ჩაკერება თავისუფლად შეიძლება ერთჯერად თუ მრავალჯერად პირბადეში — იმ ადგილებში, რომლებიც ლოყებს ეხება. თეორიულად, ჩიპით აღჭურვილი ნიღბის გარეცხვა შესაძლებელია.

მკვლევარები სისტემის კლინიკური გამოცდის ჩატარებას სექტემბრის ბოლოსთვის აპირებენ და იმედი აქვთ, რომ მალე ბაზარზეც გაიტანენ.

აღსანიშნავია, რომ ერთი ასეთი სისტემის დამზადება ლაბორატორიულ პირობებში დაახლოებით 36,5 აშშ დოლარი ჯდება. მაგრამ თუ სისტემის მასიური წარმოება დაიწყება, მაშინ ერთი ასეთი ნიღაბი დაახლოებით 14,6 აშშ დოლარი ეღირება.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (495)

მთავარი თემები