15:17 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2081)
70 0 0

ბოლო სამ ათეულ წელიწადში 4 ათასზე მეტი სახეობის ცხოველის, ფრინველის, თევზის, ქვეწარმავალისა და ამფიბიის პოპულაცია კატასტროფულად შემცირდა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ველური ბუნების პოპულაციები 40 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში 68%-ით შემცირდა, იუწყება CNN ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით.

ანგარიშის თანახმად, ბოლო 36 წლის განმავლობაში 4390-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრის, ფრინველის, თევზის, ქვეწარმავალისა და ამფიბიის პოპულაცია კატასტროფულად შემცირდა.

1970 წლიდან 2016 წლამდე ექსპერტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლათინურ ამერიკასა და კარიბის რეგიონში პოპულაციების 94-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. ყველაზე მეტად მტკნარი წყლის ბინადრები ზარალდებიან.

სოფლის მეურნეობის წარმოების გაფართოება და ველური ბუნების გადამეტებული ექსპლუატაცია ფაუნის განადგურების ძირითადი ფაქტორებია.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ეკოსისტემების განადგურების გამო უახლოეს ათწლეულებსა და ასწლეულებში დაახლოებით მილიონი სახეობის ცხოველი, მცენარე და მწერი შეიძლება მთლიანად გაქრეს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2081)

მთავარი თემები