მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„სიმართლეს არ შეესაბამება“: კვიპროსს ევროკავშირის სანქციები არ დაუბლოკავს

CC0 / Pixabay / კვიპროსისა და ევროკავშირის დროშები
კვიპროსისა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე სააგენტო „ბლუმბერგმა“ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვიპროსმა ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები დაბლოკა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. კვიპროსის ხელისუფლება არ ცდილობს დაბლოკოს ევროკავშირის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ მიღებული სანქციები, განუცხადა РИА Новости-ს წყარომ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

ევროკავშირის დროშა  ბრიუსელის ოფისის წინ - Sputnik საქართველო
„თამაში მიდის“: რატომ დაბლოკა ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები

მანამდე სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიქოზია მინსკის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას არ ემხრობა და ამასთან ცდილობს, სანქციების სიაში ის შვიდი თურქული კომპანია შეაყვანინოს ევროკავშირს, რომლებიც კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში ბურღვით სამუშაოებს ეწევიან ბუნებრივი აირის მოპოვების მიზნით.

„არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, — აღნიშნეს კვიპროსის საგარეო უწყებაში.

ევროკავშირი არ აღიარებს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და მინსკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს, რასაც ორგანიზაციის ყველა წევრის – 27-ვე ქვეყნის, მათ შორის, კვიპროსის თანხმობა სჭირდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0