მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„კაცური აღიარება“ – ლუკაშენკო ხელისუფლების დათმობას არ აპირებს

© photo: Press service of the President of the Republic of Belarus / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის არავის მისცემს უფლებას, ხელისუფლება ტალახში ამოსვაროს და ქვეყანა ძველ დროში დააბრუნოს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ხელისუფლების დათმობას არ აპირებს, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.

აღნიშნული განცხადება ლუკაშენკომ ქვეყნის გენერალურ პროკურორად ანდრეი შვედის წარდგენის დროს გააკეთა.

„კაცურად მინდა გითხრათ: ხშირად ისმის საყვედური, რომ ხელისუფლებას არ დავთმობ. სწორედ მსაყვედურობენ. ხალხს ამისთვის არ ავურჩევივარ“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ხელისუფლება იმისთვის არ ეძლევა ადამიანს, რომ მიიღოს ის, მერე კი „მიაგდოს და გადასცეს“.

ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ალექსანდრ ლუკაშენკო: „შესაძლოა ცოტა მეტხანს მომივიდა პრეზიდენტობა“

„90-იანების შუა წლებში [ხელისუფლება] ჭუჭყში ეგდო და მასზე ფეხებს იწმენდნენ... ეს პერიოდი ბევრს ახსოვს. და მე არ მინდა, რომ ბელარუსი იმ დროში დაბრუნდეს. ამიტომ ხელისუფლების ტალახში ჩაგდებას, როგორც ისინი ამას მოითხოვენ, ვერავინ გაბედავს“, — აღნიშნა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო: არსებობს ნავალნის შესახებ ჩანაწერის გამოუქვეყნებელი სენსაციური ნაწილი>>

მასობრივი საპროტესტო აქციები ბელარუსში მიმდინარე წლის 9 აგვისტოს დაიწყო საპრეზიდენტოს არჩევნების შემდეგ — ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა ხმათა 80,1%-ით. პირველ დღეებში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ძალოვნები ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, შუქბგერითი ყუმბარებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით შლიდნენ. მოგვიანებით სამართალდამცველებმა აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლა შეწყვიტეს.

ოფიციალური მონაცემებით, აქციების პირველ დღეებში 6,7 ათასი ადამიანი დააკავეს. რესპუბლიკის შსს-ს ცნობით, არეულობაში ასობით ადამიანი დაშავდა. ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა საპროტესტო აქციების მონაწილე სამი პირის დაღუპვის ფაქტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0