მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრაზილიის შტატი COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოცდას გეგმავს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშირუსული ვაქცინა
რუსული ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრაზილიის ერთ-ერთ შტატში რუსული ვაქცინის 10 ათას მოხალისეზე გამოცდა იგეგმება, რომლებსაც მედპერსონალიდან შეარჩევენ.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ბრაზილიის შტატ ბაიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik-V-ს კლინიკური გამოცდა იგეგემება, რისთვისაც მხარეებს შორის ხელი მოეწერა კონფიდენციალობის თაობაზე შეთანხმებას ვაქცინის მონაცემების გაუთქმელობაზე, იუწყება გამოცემა Folha de Sao Paolo.

„შტატ ბაიას მთავრობამ სამშაბათს, 8 სექტემბერს ხელი მოაწერა შეთანხმებას კონფიდენციალობის თაობაზე, რათა COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის მონაცემებზე წვდომა მიიღოს“, — ნათქვამია გამოცემის მასალებში.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბრაზილიაში ვაქცინის მოქმედების გამოცდა ეთნიკურ მოსახლეობაზე იგეგმება. აღინიშნება, რომ ამისთვის რეგიონულმა მთავრობამ შესაბამისი ნებართვა უნდა მიიღოს ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის შესაბამისი ორგანიზაციებისგან.

რუსული ვაქცინა - Sputnik საქართველო
ვენესუელა COVID-19-ის რუსულ ვაქცინას სექტემბერში მიიღებს

გარდა ამისა, სექტემბრის დასაწყისში ბრაზილიის შტატ პარანას ხელისუფლებამ, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, გაავრცელა განცხადება, რომ ოქტომბერში რუსული ვაქცინა Spunik-V-ს გამოცდიან 10 ათას მოხალისეზე სამედიცინო პერსონალიდან.

აღსანიშნავია, რომ ეს ორმხრივი ხელშეკრულება, გამოცდების მესამე ფაზის გარდა, ასევე ითვალისწინებს პრეპარატის წარმოებასა და დისტრიბუციას ბრაზილიის ტერიტორიაზე.

რუსული ვაქცინა Sputnik V გამოშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში>>

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მანამდე მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით. ფონდის პრეზიდენტ კირილ დმიტრიევის თქმით, მათ უკვე 20-ზე მეტი ქვეყნიდან აქვთ მიღებული განაცხადი ვაქცინის 1 მილიარდი დოზის შეძენაზე. გარდა ამისა, მისივე ცნობით, რუსეთმა ასევე მოილაპარაკა ხუთ ქვეყანასთან ვაქცინის წარმოებაზე. საუბარია ქვეყნებზე, რომლებსაც წელიწადში 500 მლნ დოზის დასამზადებლად საჭირო სიმძლავრეები გააჩნიათ.

ყველა ახალი ამბავი
0