06:16 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
129 0 0

ირკვევა, რომ ტრანსგენდერმა სქესი შეიცვალა და მამაკაცად გადაკეთდა, თუმცა ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა შეინარჩუნა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ტრანსგენდერმა მამაკაცმა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ანონიმი დონორის დახმარებით ბავშვი გააჩინა, იუწყება Fiji Village. 

​გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ქუინზლენდში (ავსტრალია) მცხოვრებ 43 წლის მააიკზე (გვარი არ არის დასახელებული), რომელმაც სქესი შეიცვალა, მაგრამ ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა შეინარჩუნა. ირკვევა, რომ მას მანამდე უკვე ჰყავდა ორი შვილი.

​გამოცემა წერს, რომ ორსულობის მეცხრე თვეზე მააიკი კორონავირუსით თავისი პარტნიორი ჰოლი ცვალფისგან (Holly Zwalf) დაინფიცირდა, რომელიც თებერვლის ბოლოს დაბრუნდა დიდი ბრიტანეთიდან და არ იცოდა, რომ დავირუსებული იყო.

მააიკმა ბავშვი მარტში გააჩინა და პირველი ადამიანი გახდა ჩინეთს გარეთ, რომელმაც კორონავირუსიანი ბავშვი გააჩინა. ის ასევე პირველი ადამიანია, რომელსაც მშობიარობის დროს კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო დახმარება არ გასწევია. სწორედ მას შემდეგ დადგინდა, რომ კორონავირუსი გართულებებს იწვევს მშობიარეებში.

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები