თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ეგვიპტეში 2500 წლის წინანდელი 13 უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს, იუწყება Science Alert.
გავრცელებული ინფორმაციით, სარკოფაგები იმდენად კარგად არის შემონახული, რომ ორიგინალური საღებავის კვალიც კი ჩანს ხის ზედაპირზე.
شعور لا يقارن كلما تشهد كشف اثري جديد،
— Khaled El-Enany (@KhaledElEnany6) September 6, 2020
انتظروا الاعلان عن كشف اثري جديد بسقارة، شكرا لزملائي بالوزارة.
An indescribable feeling when you witness a new archeological discovery.
Stay tuned for the announcement of a new discovery in Saqqara
Thank you to my colleagues in the ministry pic.twitter.com/RpgK6TmREo
სამარხს საკარის გაუდაბნოებულ ნეკროპოლისში მიაკვლიეს. მთლიანად დალუქული სარკოფაგები მიწის ქვეშ 11 მეტრის სიღრმეზე მდებარე შახტში იყო დამალული.
ექსპერტების ვარაუდით, სამალავი სარკოფაგების დამარხვისთანავე დაიხურა. სამარხი ხელშეუხებელი რჩებოდა ათასობით წლის განმავლობაში.
მკვლევარების თქმით, სამარხ შახტში სამი დალუქული ნიშა იყო. როგორც ეგვიპტის სიძველეების მინისტრი ჰალედ ალ-ანანი აღნიშნავს, შახტში შესაძლოა კიდევ იყოს აღმოუჩენელი სამარხები.
ამ დროისათვის არქეოლოგები გათხრებს განაგრძობენ და პარალელურად ნეკროპოლისში დაკრძალული ადამიანების სახელებისა და ვინაობის დადგენაზე მუშაობენ.