მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვადაზე ბევრად ადრე: პრინცმა ჰარიმ დედოფალ ბებიას ვალი სრულად დაუბრუნა

© AP Photo / Tim Irelandპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე წყვილის ყოფილი რეზიდენციის რემონტზე დახარჯული თანხის უკან დაბრუნება 11 წლის განმავლობაში იგეგმებოდა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა 2,4 მლნ გირვანქა სტერლინგი გადარიცხეს სუვერენის გრანტში, იუწყება Daily Mail.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია - Sputnik საქართველო
ელისაბედ მეორემ მეგან მარკლს ნაჩუქარი სამკაულები წაართვა: ჯერი სამოსსა და ჩანთებზეა

გამოცემის ინფორმაციით, ამ სახით ჰარიმ, რომელიც მეექვსე ადგილს იკავებს ტახტის მემკვიდრეთა რიგში, დედოფალ ელისაბედ II-ს ის თანხა დაუბრუნა, რომელიც მისი კუთვნილი ყოფილი რეზიდენციის ფროგმორ–კოტეჯის რემონტზე დაიხარჯა უინძორში.

აღინიშნება, რომ ჰარიმ და მეგანმა დააბრუნეს მთელი ის თანხა, რომლის გადახდაც მანამდე 11 წლის განმავლობაში იგეგმებოდა. ვალის სრულად დაფარვა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც წყვილმა კომპანია Netflix-თან მრავალმილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0