17:40 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
226 0 0

ქალის თქმით, ჯოჯოხეთში მოგზაურობის ბოლო ეტაპზე ის დედის მუცელში აღმოჩნდა, რა დროსაც ათასჯერ დაიბადა და გარდაიცვალა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქალი ნარკოტიკების ჭარბი დოზის გამო გარდაიცვალა, თუმცა დროებით — ეს კლინიკური სიკვდილი იყო, რა დროსაც, მისი თქმით, ჯოჯოხეთში იმოგზაურა და საშინელებები იხილა, წერს გამოცემა Express.

როგორც ფრანსინმა (მის გვარს არ ასახელებენ) სიკვდილის გამოცდილების მქონეთა კვლევის ფონდს აცნობა, ის სხეულიდან გავიდა და საკუთარ თავს სადღაც ზემოდან აკვირდებოდა.

„ვხედავდი როგორ ცდილობდნენ ჩემ გაცოცხლებას. ამ დროს მოულოდნელად საშინელი არსებები შემომეხვივნენ, რომლებსაც მე „ბნელეთის ანგელოზები“ დავარქვი. ისინი გარითმულად ამბობდნენ ფრაზას „სინათლიდან ბნელში...“, რომლის მეორე ნაწილი არ მახსოვს“, — ამბობს ფრანსინი.

მისი თქმით, საზარელი არსებები მას ნაფლეთებად გლეჯდნენ მანამ, სანამ ის „არაფრად არ იქცა“.

კლინიკური სიკვდილის ფენომენი: ამბავი კოპლებიანი კაბისა და დასიზმრებული პაციენტებისა>>

„მესმოდა სხვა სულების კივილი და ვგრძნობდი მათ ტკივილს. ბოროტმა არსებამ დაკითხვა მომიწყო და ეს მარადისობას ჰგავდა. მას სურდა გაეგო, ვის ვეთაყვანებოდი და რისი მჯეროდა“, — უთხრა ქალმა მკვლევარებს.

საბოლოოდ, საშინელი ტკივილებით გატანჯული ფრანსინი გამოუტყდა ბოროტ არსებას, რომ ისეო ქრისტესი სწამდა და დარწმუნებული იყო, რომ ვერაფერს დაუშავებდა. ამის შემდეგ, ქალის თქმით, მან მოულოდნელად დატოვა ჯოჯოხეთი, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა.

ფრანსინი ამბობს, რომ „ბნელეთის ანგელოზებმა“ მას მთელი თავისი ცხოვრება აჩვენეს, თანაც იმდენად დეტალურად, რომ ის მომენტებიც კი აჩვენეს, თუ ვინმესთვის ოდესმე ირიბად შეუხედავს. ქალის თქმით, ამ მომენტში მან მკაფიოდ შეიგრძენო, როგორ ტკივილს აყენებდა თავისი ქცევით სხვებს.

და, მაინც, ეს კიდევ არ იყო ყველაფერი. ჯოჯოხეთში მოგზაურობის შემდეგ, ფრანსინის თქმით, ის დედის მუცელში აღმოჩნდა.

„ყველაფერი საოცრად მშვიდად იყო, სანამ არ დავიბადე. სამყაროს ბოროტება მაშინ გამახსენდა, როდესაც ექიმმა გაიფიქრა: „აი, კიდევ ერთი მეძავი“. მისი ფიქრები გავიგონე და ძალიან დავნაღვლიანდი. ამის შემდეგ ათასჯერ დავიბადე და მოვკვდი. ეს უსასრულობა იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი და მინდოდა დროზე დამთავრებულიყო“, — ჰყვება ფრანსინი.

ნიუ-იორკის სამედიცინო სკოლის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების დირექტორი სემ პარნია განმარტავს, რომ ქალის მიერ აღწერილი ამბავი — ეს ნორმალური ფენომენია და ის მაინცდამაინც არ მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანმა სამოთხეში ან ჯოჯოხეთში იმოგზაურა. მისი თქმით, ამგვარ რეაქციას მეცნიერული ახსნა აქვს: უბრალოდ, ამ დროს ტვინი სკანირებას გადის თვითგადასარჩენად.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები