07:21 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2072)
131 0 0

ჰოლივუდის მსახიობის 38 წლის ვაჟი ლოუი ინჟინერ-პროგრამისტად მუშაობს, ხოლო ქალიშვილი ამანდინი – პროდუქტების მაღაზიაში.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯონ მალკოვიჩის ვაჟი პოლიციამ გასულ პარასკევს დააკავა პორტლენდში, იუწყება New-York Post.

​გაზეთის ინფორმაციით, პოლიციამ 4 სექტემბერს ქალაქში დემონსტრაციის 27 მონაწილე დააკავა. აქციის ბევრი მონაწილე მუზარადებითა და აირწინაღებით იყო აღჭურვილი, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ისინი მშვიდობიან მოქმედებებს არ გეგმავდნენ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლეს, დემონსტრაცია უკანონოდ გამოცხადდა.

არსებული ცნობით, 38 წლის ინჟინერ-პროგრამისტი ლოუი მალკოვიჩი სწორედ იმ 27 დაკავებულს შორის აღმოჩნდა. პოლიციის ანგარიშის თანახმად, მას სამართალდამცველების საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და წვრილმან ხულიგნობაში ედება ბრალი.

პორტლენდსა და აშშ-ის მთელ რიგ ქალაქებში საპროტესტო აქციები, რომლებიც მინეაპოლისში პოლიციის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო, აქამდე არ წყდება. დემონსტრაციებს ხშირად თან სდევს არეულობა და დარბევები.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2072)

მთავარი თემები