11:05 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2072)
61 0 0

ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამავე რაიონში კიდევ რამდენიმე ანალოგიური ფაქტი მოხდა

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ბოროტმოქმედი თავს დაესხა ადამიანებს ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემის ცენტრში, ამის შესახებ უესტ-მიდლანდსის რეგიონის პოლიციამ Twitter-ის გვერდზე დაწერა.

ინციდენტი ღამით მოხდა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამავე რაიონში კიდევ რამდენიმე ანალოგიური ინციდენტი მოხდა.

„დაუყოვნებლივ გამოვცხადდით ადგილზე კოლეგებთან სასწრაფო სამედიცინო დახმარებიდან. ამის შემდეგ შემოვიდა შეტყობინებები კიდევ რამდენიმე დაშავებულის შესახებ. ჩვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე ადამიანი დაჭრილია“, - განაცხადეს პოლიციაში.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაიჭრა.

ინციდენტის ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ბირმინგემში მომხდარი თავდასხმები არ უკავშირდება ტერორიზმს და არ არის ჩადენილი სიძულვილის ნიადაგზე.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2072)

მთავარი თემები