23:17 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2092)
85 0 0

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის Brexit-ის თაობაზე მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, მაგრამ არც ერთი მხარე არ არის მზად კომპრომისზე წასასვლელად.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირთან Brexit-ის თაობაზე შეთანხმების მიღწევის ალბათობა 30-40%-ს შეადგენს, იუწყება The Times დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონი მოითხოვს, რომ ბრიტანელ მეთევზეებს ქვეყნის სანაპირო წყლებში თევზჭერის მოცულობის გაორმაგების უფლება მიეცეთ, ევროკავშირის წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ ეს ევროპაში ყოველი მესამე თევზმჭერი ხომალდის დაკარგვას გამოიწვევს და არ თანხმდებიან ჯონსონის მოთხოვნას. სწორედ ამან შეიყვანა ჩიხში „ბრექსითის“ შემდგომი ვაჭრობისა და თევზჭერის შესახებ მოლაპარაკებები.

„ჩიხური ვითარება კიდევ უფრო გააღრმავა ორივე მხარის მზარდმა პესიმიზმმა მომდევნო კვირაში მოლაპარაკებების „კრიტიკულ“ რაუნდთან დაკავშირებით“, — ნათქვამია გამოცემის მასალაში.

გარდა ამისა, მხარეები ასევე ვერ თანხმდებიან სხვა საკვანძო საკითხებშიც და ამ დროისათვის არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ლონდონი და ბრიუსელი მზად არიან კომპრომისისთვის.

მანამდე საფრანგეთმა ბრიტანეთი „ბრექსითთან“ დაკავშირებული მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ლონდონის „შეურიგებელი და არარეალური პოზიციის“ გამო ჩიხშია შესული. გარდა ამისა, თავად ევროკავშირსაც ეეჭვება, რომ ბრიტანეთთან Brexit-ის მიღწევა შესაძლებელი იქნება. როგორც ევროკავშირის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე აცხადებს, „გაუგებარია, საერთოდ რატომ კარგავს დროს გაერთიანება ბრიტანული მხარის ასეთი დამოკიდებულების პირობებში“.  

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2092)

მთავარი თემები