05:15 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (493)
168 0 0

ინგლისელმა მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური პროგრამა, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ითვლის, და რომელსაც აქვე გთავაზობთ.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. შექმნილია კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და მისი სიკვდილის დაახლოებითი ვადის პროგნოზირება შეუძლია, იუწყება გაზეთი The Sun აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, შედეგის მისაღებად ადამიანმა უნდა მიუთითოს ასაკი, სქესი და საცხოვრებელი ტერიტორია. ამასთან უნდა მონიშნოს, თუ მას აქვს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე და რევმატოიდული ართრიტი.

მომხმარებელს დანართში პირველი შესვლისას შეკითხვების ორ ნაკრებზე მოუწევს პასუხების გაცემა. პირველი ნაკრები მოიცავს ძირითად ინფორმაციას ადამიანის შესახებ: ასაკი, სქესი, ეროვნება, სიმაღლე და წონა. მეორე ნაკრები კი მოიცავს უფრო დეტალურ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მავნე ჩვევებზე.

ირკვევა, რომ The Sun-მა დანართის ტესტირება ჩაატარა და დაადგინა, რომ: თუ ხართ 40 წლის თეთრკანიანი ქალი, დაახლოებით 167 სმ სიმაღლისა და 70 კგ წონის, ხოლო თქვენი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სიგარეტს ეწევით, მაშინ თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა 83,1 წელი იქნება.

ხოლო თუ საუბარია 52 წლის შავკანიან მამაკაცზე, რომლის სიმაღლეც 183 სმ-ია, ხოლო წონა — 85,7 კგ, აქვს მეორე ტიპის დიაბეტი, წარსულში ეწეოდა და აქვს ქოლესტერინის მაღალი დონე, მაშინ მას შეუძლია 80 წლამდე იცოცხლოს.

აღინიშნება, რომ დანართი ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე შეიქმნა, ამიტომ ახლა ექსპერტები ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მისი ჰოპოთეტური გავლენის პროგრამაში ჩართვაზე მუშაობენ.

როგორც კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი ელენ კულინსკა ამბობს, მათ მიერ შემუშავებული პროგრამა ელექტრონულ სამედიცინო ბარათებსა და მათ მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით შეიქმნა, რა დროსაც მკვლევარებმა 110 ათასი ჯანმრთელი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს.

თუ საკუთარი სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა გაინტერესებთ, დანართზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს:

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (493)

მთავარი თემები