მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ციდან ჩამოყრილმა სიმდიდრემ ქალაქის მოსახლეობა ახეირა

CC0 / Pixabay / მეტეორიტის ნამსხვრევი
მეტეორიტის ნამსხვრევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტეორიტის ნამსხვრევებიდან ყველაზე დიდი ლოდი 40 კგ-ს იწონიდა და მკვლევარები მზად იყვნენ, მასში 27 ათასი დოლარი გადაეხადათ.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მეტეორიტის ძვირფასი ნამსხვრევები ბრაზილიის ქალაქ სანტა–ფილომენაში ჩამოცვივდა და გარდა იმისა, რომ ათასობით ტურისტი და მკვლევარი მიიზიდა, ადგილობრივი მოსახლეობაც გაამდიდრა, იუწყება Sputniknews.com.

გავრცელებული ინფორმაციით, მეტეორიტების წვიმა ქალაქს თავს 19 აგვისტოს დაატყდა. დაახლოებით 4.6 მილიარდი წლის კოსმოსურმა ლოდებმა ჯერ ცა აავსო, შემდეგ კი მიწაზე ჩამოცვივდა.

​მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ მეტეორიტის ნამსხვრევები უძველესი მინერალებისგან შედგება და ძალიან ძვირფასია. ამის შესახებ ქალაქის მცხოვრებლებმაც შეიტყვეს და ნატეხების შეგროვება დაიწყეს. ყველაზე დიდი ლოდი 40 კილოგრამს იწონიდა და მკვლევარები მზად იყვნენ, მასში 27 ათასი აშშ დოლარი გადაეხადათ.

სანტა-ფილომენაში მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ მკვლევარები და კოლექციონერები ესოდენ იშვიათი კოსმოსური ობიექტის შესასწავლად და ფრაგმენტების მოსაპოვებლად. მილიონერები მასიურად იძენდნენ ნატეხებს ბრაზილიიდან მათი გატანისა და კიდევ უფრო ძვირად გაყიდვის მიზნით.                                                                                 

ზოგს მიაჩნია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა აკრძალოს სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეტეორიტის ექსპორტი. ეს მათ საშუალებას მისცემს, ჩაატარონ უნიკალური სამეცნიერო კვლევები და მოიზიდონ ტურისტები.   

ყველა ახალი ამბავი
0