07:32 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2075)
153 0 0

საჰაერო ფრანმა ბაწრებში გახლართული სამი წლის გოგონა მიწიდან რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე აიტაცა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საჰაერო ფრანების ფესტივალზე ტაივანში უჩვეულო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ფრანმა ჰაერში სამი წლის ბავშვი აიტაცა.

შემთხვევის ვიდეოკადრები სოციალური ქსელებით გაავრცელეს თვითმხილველებმა.

არსებული ინფორმაციით, ფრანის ბაწრებში გახლართული გოგონა მიწიდან რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე სახიფათოდ ატრიალა ჰაერის ნაკადმა.

ფესტივალის მონაწილეების თქმით, არსებობდა საფრთხე, რომ ბაწარი ბავშვის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა და გაწყდებოდა, რის შემდეგაც გოგონა მიწას დაეხეთქებოდა.

საბედნიეროდ, რაღაც მომენტში ფრანი მიწისკენ დაეშვა და შეკრებილებმა სწრაფად სტაცეს ხელი ბავშვს, რომელიც დაშავებას გადაურჩა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2075)

მთავარი თემები