22:39 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
115 0 0

თვითმფრინავის დათვალიერების შემდეგ პოლიციამ მართლაც აღმოაჩინა საეჭვო ნივთები ტუალეტში, რის შემდეგაც ბორტიდან ორი მამაკაცი ჩამოიყვანა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. კვირა საღამოს ლონდონის თავზე გამოჩნდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ორი გამანადგურებელი Typhoon მიაცილებდა „პოტენციური საფრთხის“ გამო, იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ვენიდან (ავსტრია) მიფრინავდა ლონდონში, საბოლოოდ მშვიდობიანად დაეშვა, თუმცა მანამდე გამანადგურებლებმა რამდენჯერმე შემოუფრინეს აეროდრომს.

„კომპანია Ryanair-ის ეკიპაჟმა ბორტზე პოტენციური საფრთხის შესახებ მიიღო შეტყობინება“, — ციტირებს გამოცემა Ryanair-ის წარმომადგენლის სიტყვებს.

როგორც ირკვევა, ხომალდის კაპიტანმა საფრთხის თაობაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას აცნობა და კურსი ლონდონის სანსტედის აეროპორტისკენ აიღო. ამის შემდეგ ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების კონინგსბის ბაზიდან გამანადგურებელი Typhoon-ები აფრინდნენ სამგზავრო ლაინერის გასაცილებლად.  

თვითმხილველის თქმით, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დაჯდა, შეიარაღებულმა საპოლიციო დანაყოფმა ალყა შემოარტყა ლაინერს და საპირფარეშოში მართლაც აღმოაჩინეს „საეჭვო ნივთები“.

გარდა ამისა, როგორც ერთ-ერთი მგზავრი ქალბატონი ამბობს, სამართალდამცველებმა თვითმფრინავის ტუალეტის დათვალიერების შემდეგ ორი მამაკაცი ჩამოიყვანეს ბორტიდან. მასმედიის ინფორმაციით, კუვეიტური წარმოშობის 48 წლის და 34 წლის იტალიელი მამაკაცები ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილი.

ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები