23:48 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1154)
15210

მომიტინგეები, რომელთა შორის არიან ნაციონალისტები, აცრების მოწინააღმდეგეები, კონსპირაციაული თეორიების მომხრეები, შემზღუდავ ზომებს თავისი საკონსტიტუციო უფლებების და თავისუფლებების დარღვევებად მიიჩნევენ

თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. ასზე მეტი ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციებზე ბერლინში, იუწყება РИА Новости. აქციებზე კორონავირუსთან დაკავშირებულ შემზღუდავ ზომებს აპროტესტებენ.

გერმანიის დედაქალაქში შაბათს გაიმართა მიტინგი შემზღუდავი ზომების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლებამ დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დააწესა. თავდაპირველად იგეგმებოდა მასშტაბური მარში დედაქალაქის ცენტრში და მიტინგი გამარჯვების სვეტთან. თუმცა პოლიციის გადაწყვეტილებით მარში არ შედგა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო - არ იყო დაცული მინიმალური დისტანცია და მონაწილეებს არ ეკეთათ პირბადეები. თუმცა ადამიანების ნაწილმა გაიარა მარშის მარშრუტით, რომელიც რუსეთის საელჩოსთან გადიოდა.

სწორედ რუსეთის საელჩოსთან მოხდა შეტაკება მომიტინგეებთან - დაახლოებით ორიათასკაციან ჯგუფთან, ზოგიერთებმა პოლიციელებს ბოთლები ესროლეს.

„ერთ დღეში დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაზე თავდასხმების გამო ბევრი ადამიანია დაკავებული. საუბარია სამნიშნა რიცხვზე“, - განუცხადეს სააგენტოს პოლიციაში.

როგორც პოლიციაში აღნიშნავენ, აქციის მეორე ნაწილი - მიტინგი - სერიოზული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ორგანიზატორები თანამშრომლობენ პოლიციასთან და მომიტინგეთა მხრიდან ინფექციური უსაფრთხოების ნორმების დარღვევებს აღკვეთენ. მიტინგი გრძელდება, პოლიციის მონაცემებით, შეიკრიბა 10 ათასზე მეტი ადამიანი, მაგრამ მონაწილეები უკვე იშლებიან.

მარშის და მიტინგის მონაწილეები არიან კორონავირუსული ზომების მოწინააღმდეგეთა მოძრაობის (Querdenken 711) აქტივისტები შტუტგარტიდან. მონაწილეები ჩავიდნენ დედაქალაქში რეგიონებიდან, ასევე იყვნენ სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები, მათ შორის ნაციონალისტები, აცრების მოწინააღმდეგეები, კონსპირაციაული თეორიების მომხრეები. მომიტინგეები შემზღუდავ ზომებს თავისი საკონსტიტუციო უფლებების და თავისუფლებების დარღვევებად მიიჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ Querdenken 711-ის აქციები გერმანიაში ფედერალური დისკუსიის საგანი გახდა. პირველ აქციებზე, რომლებიც 1 აგვისტოს გაიმართა, დაახლოებით 20 ათასი ადამიანი შეიკრიბა. მარში მაშინაც პოლიციის გამო ვადაზე ადრე დასრულდა, მიტინგიც იმავე ადგილას, როგორც შაბათს, ასევე დაასრულა პოლიციამ - კვლავ ინფექციური უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო.

აღსანიშნავია, რომ ბერლინის ხელისუფლებამ თავდაპირველად აკრძალა 29 აგვისტოსთვის დაანონსებული აქციები, მაგრამ ადმინისტრაციულმა სასამართლომ დედაქალაქის პოლიციის არგუმენტები (ის იშველიებდა 1 აგვისტოს პრეცედენტს და აკრძალვას შესაძლო დარღვევებით ასაბუთებდა) არასაკმარისად და ბერლინის კონსტიტუციის შეუსაბამოდ მიიჩნია.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1154)

მთავარი თემები