მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ახალგაზრდა კაცმა ზურგზე ტატუ გაიკეთა და დაყრუვდა: მიზეზი 6 თვის შემდეგ დადგინდა

© FB / Tattooტატუ
ტატუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა კაცმა ზურგზე ტატუ გაიკეთა, რის შემდეგაც ჯერ თვალების ანთება დაეწყო, შემდეგ კი სმენის პრობლემები შეექმნა და დაყრუვდა კიდეც.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მამაკაცს, რომლმაც ზურგზე ტატუ გაიკეთა, სმენის პრობლემები შეექმნა და დაყრუვდა კიდეც, წერს გამოცემა Science Alert.

​თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, 35 წლის იაპონელმა მამაკაცმა ექიმებს თავდაპირველად თვალების ანთების გამო მიმართა, რაც ოთხი თვის წინ დაწყებოდა და რაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ასევე იყო იმუნური სისტემის რეაქცია ტატუზე.

ექიმებმა პაციენტი გამოიკვლიეს და მას გრანულემატოზური უვეიტი დაუდგინეს. ეს დაავადება თვალის სისხლძარღვოვან გარსს აზიანებს — ქსოვილში გრანულემები (კვანძები) ჩნდება.

სამწუხაროდ, მედიკოსებმა მაშინვე ვერ შეძლეს გაერკვიათ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო თვალების ანთების მიზეზი და ივარაუდეს, რომ ორგანიზმის ამგვარი რეაქცია უცხო გამღიზიანებლით იყო გამოწვეული.

შექმნილია ტატუ, რომელიც ადრეულ ეტაპზე ავლენს კიბოს - მიღწევა მედიცინაში>>

მაგრამ პაციენტის უბედურება ამით არ დასრულებულა. მოგვიანებით გრანულემები მას გულ-მკერდის არეშიც აღმოუჩინეს, შემდეგ კი მამაკაცი სულაც დაყრუვდა.

ექიმებმა ამ ყველაფრის, თვალების ანთებისა და დაყრუების მიზეზის დადგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც გრანულემები ნახევარი წლის წინ გაკეთებული ტატუს მახლობლადაც აღმოაჩინეს.  

  • გამღიზიანებელი, რომელზეც იმუნურმა სისტემამ რეაქცია გამოავლინა, ტატუს მელანში შემავალი ლითონი გამოდგა.

საბედნიეროდ, ამ დროისათვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე წესრიგშია და მას სმენაც აღუდგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0