06:03 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
113 0 0

როგორც ცნობილია, იაპონიის პრემიერს ქრონიკული კოლიტი აწუხებს, რაც გახდა კიდეც მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი 2007 წელს.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ მმართველ ბლოკს აუწყა, რომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც ოფიციალურად აცნობა პარტია „კომეიტოს“ ლიდერ ნაციო იამაგუტის.

მანამდე სააგენტო „კიოდო“ მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ სინძო აბე მოვალეობებს შემცვლელის შერჩევამდე შეასრულებს.

წყაროს ინფორმაციით, პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ „მოვალეობის შესრულება და გადაწყვეტილებების მიღება“ უჭირს. 

როგორც ცნობილია, იაპონიის პრემიერს ქრონიკული კოლიტი აწუხებს, რაც გახდა კიდეც მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი 2007 წელს. თუმცა შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2012 წელს ის კვლავ აირჩიეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.

პოსტზე სინძო აბეს ყოფნის ვადამ 24 აგვისტოს 2799 დღეს გადააჭარბა, რაც ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელთა მმართველობაში.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები