07:22 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2088)
7810

ბელარუსის უმაღლესი საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი სახელმწიფო ენა უნდა არსებობდეს.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ბელარუსში რუსულს სახელმწიფო ენის სტსტუსი უნდა გაუუქმდეს, განაცხადა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მეთურმა სტანისლავ შუშკევიჩმა.

მისი აზრით, ქვეყანაში სახელმწიფო ენის სტატუსი მხოლოდ ბელარუსულს უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი დაპირისპირება რუსებთან. ჩვენ შორის არასდროს ყოფილა ეროვნებათშორისი შუღლი. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვსურდა ვყოფილიყავით ბელარუსები. და, საერთოდ, „გამოგვწურეს“ ჩვენი ენა და ასევე გვწურავენ ჩვენს კულტურას... რუსულ ენას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო სახელმწიფო ენა უნდა იყოს ერთი — ბელარუსული, იმიტომ რომ მას სხვა სამშობლო არ აქვს“, — განაცხადა შუშკევიჩმა.

რუსულმა ენამ მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი ბელარუსში 1995 წელს მიიღო მას შემდეგ, რაც ქვეყნის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევიდა. სტანისლავ შუშკევიჩი იმ დროისათვის უკვე აღარ ხელმძღვანელობდა ბელარუსის უმაღლეს საბჭოს, თანამდებობა მას 1991–1994 წლებში ეკავა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2088)

მთავარი თემები