შეუძლია დაბლოკოს კორონავირუსის გამრავლება: დასახელდა ვიტამინი

© AP Photoკორონავირუსით ინფიცირებული უჯრედი
კორონავირუსით ინფიცირებული უჯრედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევით დადასტურდა, რომ აღნიშნული ვიტამინის განსაკუთრებულ ფორმას შეუძლია დათრგუნოს კორონავირუსის გამრავლების უნარი.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ვიტამინ B12-ს შეუძლია დაბლოკოს კორონავირუსის გამრავლება, აცხადებენ მანიპალის აკადემიის (ინდოეთი) მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია ჟურნალში IUBMB Life.

მეძუძური დედა და ჩვილი - Sputnik საქართველო
კორონავირუსის წამალი შეიძლება დედის რძეზე დამზადდეს: ჩინური კვლევა

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა კომპიუტერული მოდელირება ჩაატარეს იმის დასადგენად, თუ ნატურალურ პროდუქტებსა და მედიკამენტებში შემავალ რომელ მოლეკულებს შეუძლია დათრგუნოს nsp12. ეს უკანასკნელი ახალი კორონავირუსის SARS-Cov-2-ის გენომში შედის და ვირუსის გამრავლებაზე აგებს პასუხს.

გაირკვა, რომ B12-ის განსაკუთრებულ ფორმას — მეთილკობალამინს აქვს უნარი, დათრგუნოს ვირუსული უჯრედების რეპლიკაცია.

„ეს ნივთიერება შეიძლება დაინიშნოს პროფილაქტიკურ საშუალებად ისეთ ჯგუფებში, როგორებიცაა სამედიცინო პერსონალი, ხანდაზმული ადამიანები ან ქრონიკული დაავადებების მქონენი. ეს შეამცირებს ინფიცირების ალბათობას და გადაუდებელ დახმარებას გასწევს საავადმყოფოებში“, — ნათქვამია კვლევის ავტორების განცხადებაში.

მეცნიერები ამასთანავე აღნიშნავენ, რომ COVID-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებების შესატანად დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0