00:38 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
563 0 0

იმ დღეების წინასწარ ცოდნა, როდესაც მაგნიტური ქარიშხლებია მოსალოდნელი, დაგეხმარებათ მოემზადოთ და მინიმუმამდე დაიყვანოთ მისი ნეგატიური ზემოქმედება.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის სექტემბერში მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლები ნეგატიურად აისახება მეტეომგრძნობიარე ადამიანების ჯანმრთელობაზე. მათ გარდა, გეომაგნიტური გამოსხივების პერიოდში რისკის ქვეშ არიან ასევე ორსულები, ბავშვები და ხანდაზმულები.

ამინდის ცვლილების გამო ადამიანები უფრო და უფრო ხშირად გრძნობენ ნეგატიურ გავლენას, არახელსაყრელ დღეებში ეწყებათ თავის ტკივილი და უძილობა. ამ პერიოდის განმავლობაში ჯანმრთელ ადამიანსაც კი აშკარა მიზეზების გარეშე შეიძლება გაუუარესდეს განწყობა.

მაგნიტური ქარიშხლების განრიგი სექტემბერში

გეომაგნიტური აქტივობის პიკი, სინოპტიკოსების პროგნოზით, მოდის სექტემბრის პირველ დღეებსა და თვის ბოლოს.

6 სექტემბერი

მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, რამაც შეიძლება თავის ტკივილი, თავბრუხვევა, არტერიული წნევის მატება გამოიწვიოს.

29 სექტემბერი

უნდა ველოდოთ საშუალო სიმძლავრის გეომაგნიტურ მოქმედებას. მეტეოდამოკიდებული ადამიანები გეომაგნიტური ფონის გაუარესებისთვის უნდა მოემზადონ.

30 სექტემბერი

მაგნიტური ქარიშხალი სულ უფრო მატულობს და უარყოფით გავლენას ახდენს ყველა ადამიანზე. შესაძლოა მოიმატოს არტერიულმა წნევამ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეტეოდამოკიდებული ადამიანები წინასწარ გრძნობენ ქარიშხლის დაწყებას. პიკამდე ერთი დღით ადრე უარესდება განწყობა, იწყება თავის ტკივილი, აღინიშნება არტერიული წნევის ნახტომისებრი ხასიათი.                                   

არახელსაყრელი დღეები

მეტეოროლოგების პროგნოზის თანახმად, ამინდზე დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობისთვის ყველაზე არახელსაყრელი დღეები 2020 წლის სექტემბერში 6 და 26 რიცხვები იქნება.

5 და 25 სექტემბერს, ანუ ზემოთ მითითებული თარიღების წინა დღეებში, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, მოსალოდნელია თავის ტკივილის დაწყება და წნევის მატება. ეს იმის გამო ხდება, რომ მზის ქარიშხლის მოახლოებისთანავე პლანეტაზე გეომაგნიტური ფონი იცვლება.

მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

წნევის ვარდნა დედამიწის ატმოსფეროში, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. მაგნიტური ქარიშხლები უარყოფითად მოქმედებს ამინდზე დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობაზე. გამომდინარე მზეზე მომხდარი აფეთქების სიმძლავრიდან და ასევე ადამიანის მგრძნობელობის ხარისხის გათვალისწინებით, სიმპტომები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს.

გეომაგნიტური გამოსხივების წინა დღეს ადამიანები გრძნობენ მომატებულ წნევას, ტკივილს გულის არეში, უარესდება ზოგადი ჯანმრთელობა, ირღვევა ძილი და ა.შ. ასევე შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა:

არტერიული წნევა

მაგნიტური ქარიშხლის დროს გეომაგნიტური გამოსხივება არის გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ტვინს შორის კავშირის გაწყვეტის მიზეზი. შედეგად – სისხლძარღვთა კედლები გაურკვეველი მიზეზის გამო ხან ფართოვდება და ხან ვიწროვდება. არტერიული წნევის მკვეთრი აწევა ბევრი მეტეოდამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

თავის ტკივილი

ძლიერი თავის ტკივილი ერთ-ერთი ხშირი სიმპტომი იქნება, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მაგნიტური ქარიშხლის დროს შეგვხვდება. ამინდზე მგრძნობიარე ადამიანებს ხშირად აწუხებთ ძლიერი შაკიკი, რომლის შემსუბუქებაც სამკურნალო პრეპარატების მიღებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ტკივილი შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ „ჭკუიდან გადაგიყვანოთ“ და განწყობა გაგიფუჭოთ.

სხვა შესაძლო სიმპტომები

  • ძალის დაკარგვა და ადვილად დაღლა;
  • გაღიზიანებადობა;
  • უმიზეზო ბრაზი;
  • ქრონიკული დაავადებების რეციდივი;
  • ემოციური არასტაბილობა.

სპეციალისტების რჩევები

ჯანმრთელობაზე გეომაგნიტური გამოსხივების გავლენის თავიდან აცილების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა:

  • ფიზიკური აქტივობის შემცირება;
  • მაგნიტური გამოსხივების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნოზოლოგიებით დაავადებულებმა აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინი) 1 აბი უნდა მიიღონ. ეს პრეპარატი ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნის რისკს და აჯირჯვებს სისხლს;
  • რამდენიმე დღის განმავლობაში რაციონიდან გამორიცხეთ ყავა, მაგარი ჩაი და სხვა სასმელები, რომლებიც ბევრ კოფეინს შეიცავს;
  • გულის ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა წინასწარ უნდა მოიმარაგონ წამლები;
  • ბევრი იარეთ ფეხით და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • თუ ხშირი დეპრესიისა და ემოციური დარღვევებისკენ ხართ მიდრეკილი, წინასწარ დაიწყეთ დამამშვიდებელი მედიკამენტების მიღება;
  • კატაბალახას, კუნელის, გვირილის, სალბის ან ასკილისგან მომზადებული ჩაი ნერვული სისტემის დამშვიდებაში დაგეხმარებათ, მოადუნებს სხეულს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას;
  • თავის ძლიერი ტკივილის დროს არ ღირს მედიკამენტებზე უარის თქმა – ნუ მოითმენთ ტკივილს, უმჯობესია წამალი დაუყოვნებლივ მიიღოთ.
თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები