00:31 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1150)
148 0 0

ფორუმი არის მოედანი, სადაც სახელმწიფოები მართავენ მოლაპარაკებებს შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, თანხმდებიან კრედიტების გამოყოფაზე და ინვესტიციებს იზიდავენ

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik.  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 2021 წელს კორონავირუსის გამო იანვრის ბოლოდან ზაფხულის დასაწყისისთვის გადაიტანეს, ნათქვამია ფორუმის განცხადებაში.

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მიიღო გადაწყვეტილება ყოველწლიური სხდომა დავოსში 2021 წელს გადატანილ იქნას მომდევნო ზაფხულის დასაწყისისთვის“, - განაცხადა ფორუმის მმართველმა დირექტორმა ედრიან მონკმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იანვარში ფორუმის გამართვა უსაფრთხო გარემოებაში შეუძლებელი იქნება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მორიგი ყოველწლიური შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფორუმი დავოსში - ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. აქ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები და უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები. სწორედ ეს ფორუმი არის მოედანი, სადაც იწყება მოლაპარაკებები შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, თანხმდებიან კრედიტების გამოყოფაზე და ინვესტიციებს იზიდავენ.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1150)

მთავარი თემები