მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სალმონელა ატამში: უცხოელი ექიმები ინფექციის აფეთქების გამო განგაშს ტეხენ

© photo: Sputnik / Stringerატამი
ატამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქტერია სალმონელა, რომელიც ჩვეულებისამებრ უმ კვერცხში, ხორცსა თუ რძეში გვხვდება, ამჯერად ხილში აღმოჩნდა და ინფექციის აფეთქება გამოიწვია.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრებმა გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ აშშ-სა და კანადაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული კვებითი ინფექციის, სალმონელოზის აფეთქება დაფიქსირდა.

​აღსანიშნავია, რომ ბაქტერია სალმონელა, რომელიც ყველაზე ხშირად ხორცში, რძესა და უმ კვერცხში გვხვდება, ამჯერად ხილში აღმოჩნდა — შეერთებულ შტატებსა და კანადაში ინფექციის აფეთქების მიზეზი ატამი გახდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის აშშ-ში სალმონელოზის სულ 68 შემთხვევაა გამოვლენილი, 14 პაციენტი მძიმე მოწამვლითაა ჰოსპიტალიზებული. რაც შეეხება კანადას, ინფექცია 33 ადამიანს შეეხო ონტარიოსა და კვებეკში.

კანადისა და აშშ-ის კვების პროდუქტების კონტროლის სააგენტოებმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა აუკრძალეს თავიანთ მოქალაქეებს, მიირთვან არა მარტო კომპანია Prima Wawona-ს მიერ მიწოდებული ატამი (რომლის პროდუქციაშიც აღმოჩნდა კიდეც სალმონელას ბაქტერია), არამედ გარკვეული ხნით საერთოდ თავი შეიკავონ ნებისმიერი ატმისა თუ მისგან დამზადებული პროდუქტის ჭამისგან.

უფრო მეტიც, ექიმები მათ, ვინც ბოლო პერიოდში ატამი შეიძინა, ურჩევენ, დეზინფექცია ჩაუტარონ ადგილებს, სადაც აღნიშნულ ხილს ინახავდნენ — იქნება ეს მაცივარი, კარადა თუ მაგიდა.

ყველა ახალი ამბავი
0