რა კავშირია ბავშვის IQ დონესა და ხეებს შორის: ბელგიელი მეცნიერების კვლევა

© FB / Laura Scudamoreბავშვები
ბავშვები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელგიელმა მეცნიერებმა სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრები 600 ათასი ბავშვი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომელი გარემო უწყობს ხელს მათი IQ დონის ზრდას.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. მწვანე გარემოში გაზრდილ ბავშვებს IQ-ს უფრო მაღალი დონე აქვთ, იუწყება Euronews Living ბელგიელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.

მამა და შვილები - Sputnik საქართველო
გადამწყვეტი მნიშვნელობა: შვილის წარმატება მამის „მოცლილობაზეა“ დამოკიდებული

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელმა სწავლულებმა სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები 10–15 წლის 600 ათასი ბავშვი გამოიკვლიეს. მონაცემების ანალიზმა კოგნიტიურ განვითარებასა და ბუნებასთან წვდომას შორის პირდაპირი კავშირი დაადგინა.

გაირკვა, რომ მწვანე ნარგავების სიმჭიდროვის 3%-ით ზრდაც კი ახდენს გავლენას ბავშვის IQ–დონეზე და მას 2,6 პუნქტით ამაღლებს. აღსანიშნავია, რომ ეს კანონზომიერება ყველა სოციალურ-ეკონომიკური ფენის ბავშვში გამოვლინდა.

მკვლევარების დასკვნით, მოზარდის კოგნიტიური განვითარება მხოლოდ ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებსა და აღზრდის მეთოდებს არ უკავშირდება. მათი აზრით, მწვანე ზონებში მცხოვრებ ბავშვებს სტრესის ბევრად დაბალი დონე აქვთ, ნაკლებად წუხდებიან ხმაურით და მეტი შესაძლებლობა აქვთ სოციალური თამაშებისთვის.

გარდა ამისა, ნარგავების სიმრავლეს ეკოლოგიური უპირატესობაც აქვს, ვინაიდან ეს აღკვეთს როგორც ჰაერის დაბინძურებას, ისე ზედმეტ ხმაურსა და დიდ სიცხეს. უფრო მეტიც, სიმწვანე ხელს უწყობს ჯანმრთელობის განმტკიცებასა და ბავშვების სოციალურ ერთიანობას.

ყველა ახალი ამბავი
0