სისხლის გადასხმა: აღმოჩენილია ინსულტის შედეგების მკურნალობის ეფექტური გზა

CC0 / Pixabay / სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი
სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ყველა ინსულტგადატანილი საცდელი მღრღნელი გადარჩა, ხოლო თავის ტვინის დაზიანებული უბნების ფართობი საგრძნობლად შემცირდა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. დონორის სისხლის გადასხმა შესაძლოა ეფექტური მეთოდი იყოს ინსულტის შედეგების სამკურნალოდ, აცხადებენ ამერიკელი ბიოლოგები, რომლებმაც შესაბამისი ექსპერიმენტები მღრღნელებზე ჩაატარეს. მათი კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature Communications.

ინსულტგადატანილი ავადმყოფი - Sputnik საქართველო
ქალებს ინსულტის უნიკალური სიმპტომები აქვთ – კატასტროფა თავში

აღსანიშნავია, რომ ინსულტი მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, ინსულტი ყოველწლიურად 15 მლნ ადამიანს ემართება, რომელთაგან 5 მლნ იღუპება, ხოლო კიდევ ერთი ამდენი ინვალიდი რჩება.

„ჩვენ პირველებმა ვაჩვენეთ, რომ სისხლის მთლიანად შეცვლის შემდეგ ინსულტგადატანილი ავადმყოფის მდომარეობა უმჯობესდება. ეს იმის გამო, რომ გადასხმა ამცირებს ანთებისა და ცილა MMP-9-ის კონცენტრაციის დონეს სისხლში“, — წერენ მკვლევარები ნაშრომში.

აღსანიშნავია, რომ ინსულტის გამო ტვინის მუშაობაში პრობლემები მაშინვე კი არ იჩენს თავს, როგორც კი სისხლის მიწოდება ირღვევა, არამედ ამ პროცესის აღდგენიდან რამდენიმე საათისა თუ დღის შემდეგაც კი. მედიკოსების აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ ტვინის სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის გამო იწყება მძლავრი ანთებითი რეაქცია და ზიანდება ჰემატოენცეფალური ბარიერი.

დასახელდა ყველაზე სახიფათო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის: სამეცნიერო კვლევა>>

ამერიკელი მეცნიერების ცდებმა აჩვენა, რომ ინსულტის შემდეგ მთლიანად სისხლშეცვლილი თაგვებიდან არც ერთი საცდელი მღრღნელი არ დაღუპულა, ხოლო ტვინის დაზიანებული უბნის ფართობი რამდენჯერმე შემცირდა.

ახლა მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ თაგვებზე ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემდეგ უკვე შეძლებენ კლინიკური ცდების დაწყებას მოხალისეებზე, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს ინსულტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0