07:36 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (493)
155 0 0

ჩინელმა მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს, რა დროსაც კორონავირუსის სამკურნალოდ ერთმანეთს დედის, თხისა და ძროხის რძის თვისებები შეადარეს.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. დედის რძე შეიძლება კორონავირუსული ინფექციის წამალს დაედოს საფუძვლად, აცხადებენ ჩინელი მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია ჟურნალში News Medical.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული უჯრედების ანალიზის დროს, რომლებიც COVID-19-ის ანალოგით წინასწარ დაასუსტეს ლაბორატორიული კვლევებისთვის, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დედის რძე ეფექტურად თრგუნავს ინფექციას.

მთელი საქმე შრატის პროტეინებშია, რომლებიც შესანიშნავად მოქმედებდა კორონავირუსის ახლო მონათესავე ინფექციებზე. გარდა ამისა, ასევე ქმედითი აღმოჩნდა თხის რძისგან გამოყოფილი პროტეინიც.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა იგივე თქვეს ძროხის აუდუღებელი რძის შესახებაც, თუმცა გაირკვა, რომ ამ შემთხვევაში ეფექტი არც ისე მნიშვნელოვანი იყო.

რაც შეეხება ადუღებულ რძეს, დუღილის დროს პროტეინები იშლება და რძის სარგებლობა ნულამდე დადის. ამასთან, გაირკვა ისიც, რომ ვირუს SARS-CoV-2-ზე (რომელიც არის COVID-19-ის გამომწვევი) ძროხის რძეში შემავალი იმუნოგლობულინი А და ცილა ლაქტოფერინი არანაირ ზემოქმედებას არ ახდენდა.

ჩინელი მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ მათი კვლევა პერსპექტივაში მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს COVID-19-ის წამლის შექმნაზე.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (493)

მთავარი თემები