16:39 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2098)
469 0 0

დაზვერვის მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის 33 წლის და ხელმძღვანელობს, თუმცა არაოფიციალურად.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კომაშია, იუწყება გამოცემა New York Post სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტის თანაშემწის ჩანგ სონ მინის განცხადებაზე დაყრდნობით.

ჩანგ ​სონ მინი დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა, რომელთა თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეას ამ მომენტისთვის ქვეყნის ლიდერის 33 წლის და კიმ ე ჩჟონი ხელმძღვანელობს. თუმცა აღინიშნება, რომ პოსტზე ის ოფიციალურად არ დაუნიშნავთ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა მოვალეობის ნაწილი თანაშემწეებს გადაუნაწილა, რომელთა შორის ასევე იყო მისი და — კიმ ე ჩჟონიც.

სამხრეთ კორეის დაზვერვის აზრით, კიმ ჩენ ინის უფლებამოსილების ნაწილობრივი გადაცემა იმისკენაა მიმართული, რომ „მოიხსნას მმართველობით მიყენებული სტრესი და აღიკვეთოს ბრალი პოლიტიკის ჩავარდნის შემთხვევაში“.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2098)

მთავარი თემები