მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ისევ ბეირუთი: პორტში საშიში ქიმიური ნივთიერებებით სავსე 79 კონტეინერი იპოვეს

© REUTERS / MOHAMED AZAKIRბეირუთის პორტი აფეთქების შემდეგ
ბეირუთის პორტი აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგვისტოს დასაწყისში ბეირუთის პორტში შენახული ქიმიური ნივთიერებების დეტონაციის გამო მძლავრი აფეთქება მოხდა, რასაც 170 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ლიბანელმა სამხედროებმა და მათმა ფრანგმა კოლეგებმა ბეირუთის პორტში მომწამლავი ქიმიური ნივთიერებებით სავსე 79 კონტეინერი აღმოაჩინეს, ნათქვამია ლიბანის არმიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება თვითმხილველებმა ვიდეოზე აღბეჭდეს - ვიდეო - Sputnik საქართველო
ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება თვითმხილველებმა ვიდეოზე აღბეჭდეს – ვიდეო
„14-დან 22 აგვისტომდე პერიოდში აღმოჩენილია 25 კონტეინერი ქლორწყალბადმჟავა და ასევე 54 კონტეინერი სხვა ნივთიერებები, რომელთა გაჟონვა კატასტროფა იქნებოდა“, — აღინიშნება არმიის პრეს-სამსახურის ანგარიშში.

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მძლავრი აფეთქება მოხდა. განადგურდა და დაზიანდა რამდენიმე ასეული შენობა და ავტომობილი, დაიღუპა 170 ადამიანი. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის გვარჯილის დეტონაცია გახდა, რომელიც საბაჟო სამსახურის მიერ იყო ჩამორთმეული 2014 წელს და საწყობში ინახებოდა. ბეირუთი უბედურების ზონად გამოცხადდა. მომხდარის შემდეგ ქალაქში ანტისამთავრობო მიტინგები დაიწყო, რის შედეგადაც ლიბანის პრემიერი ჰასან დიიაბი და მისი მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0