07:39 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2072)
185 0 0

სამხრეთ აფრიკაში ნაპოვნი უზარმაზარი ალმასის ფასი დაწახნაგების შემდეგ, სავარაუდოდ, 18 მილიონი დოლარი იქნება.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სამხრეთ აფრიკაში, ლეტსენგის საბადოზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ალმასია ნაპოვნი, იუწყება ბრიტანული კომპანია Gem Diamonds Ltd, რომელიც საბადოზე მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალმასის ზომა 442 კარატია.

​„ეს მიმდინარე წელს ნაპოვნი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ალმასია, რაც ლეტსენგის საბადოს მნიშვნელობას ადასტურებს. ამ ადგილზე უკვე არაერთხელ აღმოაჩინეს დიდი ზომისა და მაღალი ხარისხის ძვირფასი ქვები“, — განაცხადა Gem Diamonds-ის პრეზიდენტმა კლიფორდ ელფიკმა.

ექსპერტების შეფასებით, ალმასის ფასი მისი დამუშავება–დაწახნაგების შემდეგ 18 მილიონ დოლარს მიაღწევს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2072)

მთავარი თემები