ცნობილი გახდა iPhone-12-ის ახალი მოდელების ფასები და მონაცემები

CC0 / Pixabay / iPhone X
iPhone X  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანალიტიკოსი და ინსაიდერი საკუთარ აკაუნტზე აქვეყნებს iPhone-12-ის ახალი ხაზის ყველა მოდელის გამოსახულებასა და ფასებს, რომლებიც მას კომპანიაში არსებული ინფორმატორისგან აქვს მიღებული.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ნიკით Komiya დარეგისტრირებულმა ანალიტიკოსმა და ინსაიდერმა გამოაქვეყნა iPhone-12-ის ხაზის სქემატური გამოსახულებები და ასევე ყველა ვერსიის სავარაუდო ფასები.

​აღსანიშნავია, რომ Komiya-ს აკაუნტი სავსეა სხვადასხვა გაჯეტების, უმთავრესად კი Apple-ის შესახებ ინსაიდებით. გამომდინარე აქედან, სავარაუდოა, რომ ამ მომხმარებელს თავისი ინფორმატორები ჰყავს კომპანიაში.

ბლოგერის მონაცემებით, iPhone-ის ხაზი შედგება საკუთრივ 12, ასევე 12 Pro, 12 Max-ისა და 12 Pro Max-სგან.  პირველ ორს ორმაგი კამერები ექნება, ხოლო დანარჩენ ორს — სამმაგი.

როგორც ინსაიდერი ირწმუნება, iPhone-12-ის ფასები 700 დოლარიდან დაიწყება — სწორედ ამდენი ეღირება 128 გიგაბაიტი მეხსიერების მქონე გაჯეტი. რაც შეეხება 256 გიგაბაიტი მეხსიერების მოწყობილობას, მისი ფასი 800 დოლარი იქნება.

მოდელი 12 Max 800 და 900 დოლარი ეღირება, ხოლო 12 Pro — 1000 და 1100 დოლარი.

გაჯეტის ტოპ-ვერსია, რომლის მეხსიერებაც 512 გიგაბაიტია, 1300 დოლარად გაიყიდება, ხოლო 12 Pro Max-ის ფლაგმანი მყიდველს 1100, 1200 და 1400 დოლარი დაუჯდება, შესაბამისად, 128, 256 და 512 გიგაბაიტი მეხსიერებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0