08:30 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2072)
17302

საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის მუხლზე, რომელიც სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ბელარუსის სამართალდამცველმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ფაქტზე, აცნობეს ხუთშაბათს „Sputnik–ბელარუსს“ გენერალურ პროკურატურაში.

„საკოორდინაციო საბჭოს შექმნა და მისი საქმიანობა მიმართულია სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ, ასევე ზიანის მიყენებისკენ ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. ამ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 361-ე მუხლით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბელარუსის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ კონიუკმა.

გენერალური პროკურორის განცხადებით, მოქალაქეების ჯგუფმა 18 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადა, რომელმაც უნდა შეასრულოს პოლიტიკური ორგანოს ფუნქცია, აიღოს თავის თავზე სახელმწიფოს მოქმედი მეთაურისგან ხელისუფლების გადაცემის პროცესი. ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, აღნიშნა გენპროკურორმა.

როგორც ექსპერტებმა სააგენტოს განუმარტეს, 361-ე მუხლს სამი ნაწილი აქვს, რომლებიც სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,1% მიიღო, მეორე ადგილზე 10,12%-ით სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა. ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს. ტიხანოვსკაია თავად ლიეტუვაში წავიდა.

კენჭისყრის შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციებზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები თავდაპირველად დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებოდნენ, მათ წინააღმდეგ იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, ხმოვან ყუმბარებს, რეზინის ტყვიებს, შემდეგ კი მათ მომიტინგეების დაშლა და მათ წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება შეწყვიტეს.

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპის ლიდერებს მიმართავს>>

დემონსტრაციებზე ასობით ადამიანი დაშავდა, დააკავეს საპროტესტო აქციების 7 ათასამდე მონაწილე, დაიღუპა ოთხი ადამიანი.

თემები:
მსოფლიო დღეს (2072)

მთავარი თემები