18:41 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
104 0 0

პანდემიის პირობებში სასიყვარულო სცენები საფრთხეს უქმნის მსახიობთა ჯანმრთელობას – ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევს ბრიტანეთის წამყვანი რეჟისორების ასოციაცია.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. მსახიობების უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა! – გადაწყვიტა დიდი ბრიტანეთის რეჟისორთა პროფესიულმა ასოციაციამ და კინემატოგრაფისტებს მოუწოდა, რომ კოროვირუსის პანდემიის დროს უარი თქვან სექსუალური ხასიათის სცენების გადაღებაზე, წერს The Guardian.

ინტიმური ეპიზოდების გადაღების წესების ახალ კრებულში ტელე- და კინორეჟისორებს სთავაზობენ ინტიმური სცენების შეცვლას ალტერნატიული ვარიანტებით. მაგალითად, კინომსახიობებს ურჩევენ, რომ „გაისწორონ ტანსაცმელი, ან ჩაიცვან თითქოსდა შემდგარი „აქტის“ შემდეგ“, ან მათი სხეულის ნაწილებმა შეიძლება „გადასაფარებლის ქვეშ მოძრაობის“ იმიტაცია შექმნან.

უფრო მეტიც, ასოციაციაში აცხადებენ, რომ უმჯობესია რეჟისორებმა სრულად ააცილონ თავიანთ გმირებს „საძინებლის“ სცენები და მაყურებელს „იქ განვითარებულ მოვლენებზე ფანტაზიის, წარმოდგენის საშუალება მისცენ“.

ჯანმოს უახლესი მონაცემებით, 20 აგვისტოს მდგომარეობით, მსოფლიოში ახალი ტიპის კოროვირუსით ინფიცირების დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 21 989 366 ადამიანი, გარდაიცვალა 775 893 პაციენტი.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ქვეყანაში COVID-19-ის 320 290 შემთხვევა დაფიქსირდა, 40 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

მთავარი თემები