NASA გიგანტური ანომალიის შესახებ: ფენომენი სახელწოდებით სამხრეთ ატლანტიკური ანომალია

© Roskosmos / Oleg Artemievკოსმოსიდან დანახული დედამიწა
კოსმოსიდან დანახული დედამიწა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანომალიის მიზეზი შეიძლება იყოს ჩვენი პლანეტის ორი მახასიათებელი: მისი ღერძის დახრილობა და გამლღვალი ლითონების ნაკადი მისი გარე ბირთვის შიგნით.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. NASA სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ცაში გიგანტური არეალის გაფართოების შესახებ იტყობინება, სადაც მაგნიტური დაძაბულობა შემცირებულია.

ფენომენს სამხრეთ ატლანტიკური ანომალია ეწოდა.

მარსმავალი - Sputnik საქართველო
ისტორიაში პირველად: მარსის კადრები ზემაღალი გაფართოებით – NASA-ს საოცარი ვიდეო

სააგენტოში აცხადებენ, რომ დედამიწის მაგნიტური ველი მოქმედებს ისე, როგორც პლანეტის ფარი, რომელიც ირეკლავს დამუხტულ მზის ნაწილაკებს. აღმოჩენილი ანომალია ამ ფარისთვის არის უჩვეულოდ სუსტი ადგილი, რაც ნაწილაკებს საშუალებას აძლევს, პლანეტის ზედაპირს მიუახლოვდეს ჩვეულებრივზე მეტად. მათგან გამოსხივებული რადიაციის ან თანამგზავრებზე პირდაპირი მოხვედრის გამო მათ შეუძლიათ ბორტის კომპიუტერების მუშაობას პრობლემები შეუქმნან. ასევე შესაძლებელია, მათ კოსმოსური ხომალდების მიერ მონაცემების შეგროვების დროს ცდომილება გამოიწვიონ.

სწორედ ამან მიიპყრო მეცნიერთა ყურადღება. მათ უნდათ, რომ თვალყური ადევნონ მაგნიტური ველის დაძაბულობის ცვლილებებს იმ თვალსაზრისით, თუ როგორ იმოქმედებს დედამიწის ატმოსფეროზე და რა ხდება დედამიწის სიღრმეში მაგნიტურ ველებში.

როგორ ჩადის მზე სხვა პლანეტებზე: NASA ვიდეოს აქვეყნებს>>

NASA-ში აღნიშნავენ, რომ ახლა ანომალიას არ აქვს ხილული ზემოქმედება დედამიწის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მზის ჩასვლა ზღვაზე - Sputnik საქართველო
ათი წელი ერთ საათში: NASA მზის აქტივობის საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს

ანომალიის მიზეზი შეიძლება იყოს ჩვენი პლანეტის ორი მახასიათებელი: მისი ღერძის დახრილობა და გამლღვალი ლითონების ნაკადი მისი გარე ბირთვის შიგნით.

ანომალიის ქვეშ მდებარე ტერიტორიაზე არსებობს მკვრივი ქანების უზარმაზარი რეზერვუარი, რომელსაც ეწოდება აფრიკის დიდი ფართობი გადაადგილების დაბალი სიჩქარით. ის დედამიწის მანტიის ქვედა ნაწილში მდებარეობს, დაახლოებით სამი ათასი კილომეტრის სიღრმეზე. ამის გამო მაგნიტური ველის გენერაცია ირღვევა, რასაც ამძაფრებს პლანეტის დახრილობა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანომალია თანდათანობით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ინაცვლებს. უფრო მეტიც, ისინი ვარაუდობენ, რომ იგი შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს, თითოეულ მათგანს ექნება მინიმალური მაგნიტური ინტენსივობის ცალკეული ცენტრი.

ყველა ახალი ამბავი
0