06:56 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
131 0 0

გუშინ საკვირველი რამ მოხდა: Tesla-ს აქციები 11,2%-ით გაძვირდა და ნამდვილ რეკორდს მიაღწია – ვაჭრობის დასრულებისას აქციები 1 835.64 აშშ დოლარი ღირდა.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ცნობილი მეწარმე და გამომგონებელი, Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი პირველად მოხვდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ-ოთხეულში. ამ ყველაფრის მიზეზი Tesla-ს აქციების გუშინდელი რალი იყო, რამაც ბიზნესმენის ქონება თითქმის 8 მილიარდი დოლარით, 84.8 მილიარდამდე გაზარდა, იუწყება სააგენტო Bloomberg.

„მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეწარმე ახლა მეოთხეა მას შემდეგ, რაც ორშაბათს Tesla-ს აქციები 11%-ით გაიზარდა, რეკორდულ დონეზე დაიხურა და, შედეგად, მასკის სიმდიდრე 7.8 მილიარდი დოლარით გაიზარდა“, – წერს სააგენტო.

გუშინ Tesla-ს აქციების ფასი 11.2%-ზე ავარდა და რეკორდს მიაღწია (1 845.32 აშშ დოლარი), ვაჭრობის დასრულებისას აქციები 1 835.64 აშშ დოლარი ღირდა. სააგენტოს ცნობით, მასკმა საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გადასწია Louis Vuitton Moët Hennessy-ის პრეზიდენტი ბერნარ არნო. ამრიგად, BB-ს რეიტინგის პირველი ოთხი ადგილი ამერიკელებმა დაიკავეს.

უმდიდრესი ადამიანების სიაში „ამაზონის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი ლიდერობს, მისი ქონება 188 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილზეა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, რომლის კაპიტალი 121 მილიარდი დოლარია.

მესამე ადგილი 99 მილიარდი დოლარით Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა დაიკავა. ილონ მასკის ქონება შეფასებულია 84,8 მილიარდ დოლარად, ბერნარ არნოსი კი 84,6 მილიარდად.

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები