05:54 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
374 0 0

აშშ-ის ადმინისტრაციაში რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების -  ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრის ადგილების და თარიღების რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს შეხვდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს, იუწყება ამერიკული ტელეარხი NBC.

თავისი სურვილის შესახებ ტრამპმა თავის თანაშემწეებს უკვე აცნობა.

შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებებს გეგმავს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

NBC-ს მონაცემებით, აშშ-ის ადმინისტრაციაში პუტინის და ტრამპის შეხვედრის ადგილების და თარიღების რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის სექტემბერში ნიუ-იორკში.

თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ რუსულ-ამერიკული სამიტის ფარგლებში გაკეთდება განცხადება ბირთვულ შეთანხმებაში მიღწეული პროგრესის შესახებ.

გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ლიდერებმა შეიძლება ხელი მოაწერონ შეთანხმებას შემდგომი მოლაპარაკებების შესახებ სტრატეგიული შეიარაღების შემცირებასა და შეზღუდვის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ პუტინისა და ტრამპის პირველი შეხვედრა გაიმართა 2017 წლის ივლისში G20-ის სამიტის ფარგლებში ჰამბურგში. ლიდერები ასევე ერთმანეთს შეხვდნენ 2017 წლის ნოემბერში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე დანანგში.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სრულფორმატიანი მოლაპარაკებები 2018 წლის 16 ივლისს ჰელსინკში გაიმართა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები