12:11 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
268 0 0

სანქციები შეეხება რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს, რომლებიც ქვეყანაში ძალადობის გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე აგებენ პასუხს

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ევროკავშირი დაუწესებს სანქციებს ბელარუსის იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევებთან კავშირში არიან, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ-შეხვედრაზე, რომელიც 14 აგვისტოს გაიმართა.

როგორც ცნობილი გახდა, საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დროს შეადგენენ იმ პირთა სიებს ბელარუსში, რომელთა მიმართაც იქნება გამოყენებული სანქციები.

რა სახის შეზღუდვები იქნება დაწესებული ბელარუსის მაღალჩინოსნების მიმართ და რამდენად ვრცელი იქნება „შავი სია“, ჯერჯერობით უცნობია.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაუბრუნდებიან მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც 27 და 28 აგვისტოს გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 9 აგვისტოს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 80.08%-მა ხმა მისცა ალექსანდრ ლუკაშენკოს, 10.9%-მა კი სვეტლანა ტიხანოვსკაიას. არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მინსკსა და რესპუბლიკის რამდენიმე ქალაქში გაიმართა, აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. პროტესტების დროს დაახლოებით 7 ათასი კაცი დააკავეს, ასეულობით პირი საავადმყოფოში აღმოჩნდა, მათ შორის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში არეულობების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები