03:56 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2066)
2223 0 0

„სამყაროს მხსნელი“ Christie’s–ის აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა 450 მლნ დოლარად და სავარაუდოდ, ის საუდის არაბეთის პრინცმა შეიძინა

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ფრანგ ისტორიკოსსა და ხელოვნებათმცოდნე ჟაკ ფრანკს ეჭვი აქვს, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახატი „სამყაროს მხსნელი“ (Salvator Mundi) სინამდვილეში ლეონარდო და ვინჩის ყალამს არ ეკუთვნის, წერს Daily Mail–ი.

ფრანკის აზრით, ნახატი,  რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული და რომელიც 2017 წელს 450 მლნ დოლარად გაიყიდა, არა თავად და ვინჩის, არამედ მისი მოსწავლეების ნამუშევარია.

​საკუთარი ტეორიის დასტურად ისტორიკოსი არაერთ ანატომიურ შეცდომას ასახელებს, რომლებიც ნახატზეა დაშვებული. მისი თქმით,  ქრისტეს ცხვირი ძალიან თხელია და გრძელი, ყელზე ჩრდილები არ შეესაბამება განათებას, ხოლო თმები ხელოვნურს მიაგავს. ლეონარდო და ვინჩის კი, რომელსაც გამოწვლილვით ჰქონდა შესწავლილი ადამიანის სხეულის პროპორციები, ასეთი შეცდომების დაშვება არაფრით არ შეეძლო.

გარდა ამისა, ჟაკ ფრანკი დარწმუნებულია, რომ ქრისტეს ხელებს, რომლებიც „ძალიან ბავშვურად“ გამოიყურება, და ვინჩი ასე არ დახატავდა.

ხელოვნებათმცოდნის აზრით, „სამყაროს მხსნელის“ ნამდვილი ავტორები აღორძინების ეპოქის ტიტანის, ლეონარდო და ვინჩის ორი მოწაფე — ვინმე სალაი და ბალტრაფიო არიან.

მართალია, ექსპერტების უმეტესობა არ იზიარებს ფრანგი ისტორიკოსის შეხედულებებს, მაგრამ ხელოვნებათმცოდნე მაიკლ დელი ნაწილობრივ ეთანხმება მას.

„ამ სურათის ავტორის განსაზღვრისას ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა — ეს ქრისტეს ხელებია, რომლებიც არ შეიძლებოდა, ლეონარდოს დაეხატა. ხოლო როცა ნახატზე ერთ საეჭვო დეტალს აღმოაჩენ, მერე, როგორც წესი, ისტორიის სრულად გადახედვა გიწევს“, — ამბობს დელი.

„სამყაროს მხსნელი“ Christie’s–ის აუქციონზე გაიყიდა ნიუ–იორკში. სავარაუდოდ ის საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა შეიძინა და საკუთარ იახტაზე ინახავს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2066)

მთავარი თემები