მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბეირუთში შეტაკების შედეგად 700–ზე მეტი ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnik / Valery Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიბეირუთი
ბეირუთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღამით ლიბანის არმიამ საგარეო უწყების შენობა გაათავისუფლა, რომელიც ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეებმა დაიკავეს.

თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik.  ბეირუთში მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის შეტაკების შედეგად 700–ზე მეტი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეარხი „ალ–ჯაზირა“

აფეთქება ბეირუთში - Sputnik საქართველო
არის თუ არა ბეირუთში მომხდარი აფეთქების მიზეზი ქართული ტვირთი – „რუსთავის აზოტის“ პასუხი

შაბათს, ბეირუთში ანტისამთავრობო მიტინგზე მთავრობის გადადგომისა და რეფორმების გატარების მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა. მიტინგი მასობრივ შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ოთხი სამინისტროსა და ბანკების ასოციაციის შენობები დაიკავეს.

 „ლიბანის დედაქალაქში პროტესტის დროს 728 ადამიანი დაიჭრა“, – იუწყება ტელეარხი.

ლიბანის უსაფრთხოების მთავარმა სამმართველომ თავის მხრივ განაცხადა, რომ შეტაკების შედეგად 70–ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა.

ღამით ლიბანის არმიამ საგარეო უწყების შენობა გაათავისუფლა, რომელიც ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეებმა დაიკავეს.

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში დამანგრეველი აფეთქება მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების მიზეზი პორტში ექვსი წლის განმავლობაში 2750 ტონა ამონიუმის გვარჯილის არასათანადო პირობებში შენახვა გახდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 158 ადამიანი, 6 ათასი კი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0