08:07 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2072)
185 0 0

ბოლო პერიოიდში ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსის გარდა, კიდევ სხვა რამდენიმე სახის ვირუსული ინფექცია დაფიქსირდა

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი დაფიქსირდა, რომელიც დიდი ალბათობით ტკიპის კბენით ჩნდება, იუწყება Global Times–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის უკვე ინფიცირებულია 60 კაცზე მეტი, ხოლო 7 – გარდაიცვალა.

ირკვევა, რო საუბარია ვირუსზე SFTS Virus, რომელმაც ჩინეთის აღმოსავლეთში ჯერ კიდევ წლის პირველ ნახევარში იჩინა თავი.

ერთ–ერთი ინფიცირებულის თქმით, ვირუსი ცხელებისა და ხველების სიმპტომებით გამოუვლინდა, ხოლო მედიკოსებმა მას სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების დაბალი დონე დაუდგინეს.

SFTS Virus–ი ახალი ვირუსი არ არის. მისი აღმძვრელი ჯერ კიდევ 2011 წელს განსაზღვრეს ჩინეთში. ვირუსოლოგების ვარაუდით, ის ადამიანიდან ადამიანსაც გადაეცემა სისხლისა თუ ლორწოვანი გარსით, და ასევე გადადის ტკიპის კბენითაც.

თემები:
მსოფლიო დღეს (2072)

მთავარი თემები