19:39 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2181)
175010

ბედნიერი ბილეთების მფლობელი კაცი აპირებს, რომ მოგებული ფული ორი ვაჟის სწავლის გადასახადებს მოახმაროს

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ვირჯინია ბიჩში მცხოვრებმა კაცმა ლატარიის 25 ერთნაირი ბილეთი შეიძინა, რომელთაგან თითოეული მომგებიანი აღმოჩნდა, იუწყება WTKR News 3.

​გავრცელებული ინფორმაციით, რეიმონდ ჰარინგტონმა ლატარია Pick 4–ის 25 ბილეთში 25 დოლარი გადაიხადა, ანუ თითოში თითო დოლარი. ისინი ერთნაირები იმიტომ იყო, რომ ყოველი მათგანი ერთი და იგივე კომბინაციას შეიცავდა: 4-6-4-0.

„რაღაც ხმა მკარნახობდა, რომ 25–ჯერ უნდა მეთამაშა“, — იხსენებს ბედნიერი ბილეთების მფლობელი.

შედეგად, აღნიშნულმა კომბინაციამ ჰარინგტონს გამარჯვება მოუტანა: მან 25 ჯეკპოტი მოხსნა და მოგებულმა თანხამ 125 ათასი დოალრი შეადგინა.

რეიმონდ ჰარინგტონის თქმით, ზუსტად იცის, რაშიც დახარჯავს ფულს —  თანხა მისი ორი ვაჟის კოლეჯში სწავლის გადასახადს მოხმარდება.

თემები:
მსოფლიო დღეს (2181)

მთავარი თემები