02:32 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2104)
79 0 0

გიორგი გახარიამ ლიბანს თანაგრძნობა გამოუცხადა ბეირუთის პორტში მძლავრ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები შეიწირა.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავის ოფიციალურ გვერდზე Twitter-ში ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქებას გამოეხმაურა და ლიბანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა ლიბანელ ხალხს თანაუგრძნო>>

მთავრობის მეთაურმა სამძიმარი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და ლიბანელ ხალხს „გამძლეობა და სიმტკიცე“ უსურვა.

„ღრმად დამამწუხრა ბეირუთში მომხდარმა გამანადგურებელმა აფეთქებამ, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა ათასობით ადამიანი. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა.

მძლავრი აფეთქება ბეირუთში სამშაბათს, საღამოს მოხდა. დაზიანდა ქალაქის ნაგებობების ნახევარი, საავადმყოფოები დაშავებულებითაა გადავსებული.

ლიბანის პრემიერ-მინისტრ ჰასან დიიაბს აფეთქების მიზეზად ის ფაქტი მიაჩნია, რომ პორტში ექვსი წლის განმავლობაში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა არასათანადო პირობებში.  

ლიბანის ძალოვანი სტრუქტურების წინასწარი მონაცემებით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც საწყობში შესადუღებელი სამუშაოები მიმდინარეობდა იმ ხვრელის ამოსავსებად, რომლის მეშვეობითაც ბოროტგანმზრახველებს ქურდობის ჩადენა შეეძლოთ.

ტრაგედიასთან დაკავშირებით ლიბანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. პრეზიდენტმა მიშელ აუნმა მთავრობის სასწრაფო სხდომა მოიწვია, რათა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2104)

მთავარი თემები